სტუმრებმა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერეს. ასევე, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტის დაესწრნენ, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის’’ დღედ დაწესდა.