დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია -„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენცია თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები უკრაინიდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მოეწყო აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნების პრეზენტაცია; გაიმართა ფილმის ჩვენება.
კონფერენციის გახსნამდე მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკეს აკაკი წერეთლის ბიუსტი.
აკაკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიება გაიმართება.