თბილისის N54 საჯარო სკოლის ინიციატივით, „სიკეთის აქცია“ გაიმართა და იგი 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნა. ამ დღეს, სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს და ასე გამოხატეს თანადგომა უსახლკაროდ დარჩენილი მათი 5 თანასკოლელის და სპორტის მასწავლებელის, აფხაზეთიდან დევნილი ვენერა მეფარიძის ოჯახის მიმართ. ამავე დღეს, სკოლაში მოსწავლეთა მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სკოლის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სიკეთის აქციის მონაწილეებმა დაზარალებული მოსწავლეების მიმართ მორალურთან ერთად, გარკვეული მატერიალური მხარდაჭერაც გამოხატეს.