27.06.2015
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს
საჯარო და კერძო სკოლების
მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას
ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს. კომისიამ სამი გამარჯვებული სპექტაკლი
გამოავლინა, რომელთა ჩვენებაც დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კულტურისა და
ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული სკოლები
დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით. საპრიზო თანხა შემდეგნაირად
გადანაწილდა:
- ბათუმის წმინდა ანდრია
პირველწოდებულის სახელობის სკოლა -I ადგილი (3 000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ხობის ხობის N1 საჯარო
სკოლა-II ადგილი (2
000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო
სკოლა - III ადგილი (1
000 ლარი);
- სსიპ-ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა -
ჟიურის ნომინაცია (500
ლარი).
გარდა
საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენმა
სკოლებმა ასევე წამახალისებელი სიგელები მიიღეს. სკოლებს სიგელები საქართველოს განათლებისა და
მეციერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა. სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის სამ კვირიანი მოსაწვევით. კულტურის სამინისტრომ კი ფავორიტ, მეორე
ადგილოსან სკოლას, 2 000 ლარი და ვაჟა ფშაველას ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი
სახელმძღვანელოები გადასცა.