გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge დანართის სახით იხილეთ გასაუბრების განრიგი.
გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).
დარჩენილ კონკურსანტებთან გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.