ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით არსებულ 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან საგამოცდო პროცესს. საგამოცდო ცენტრები 11 დიდ ქალაქშია გახსნილი და ყველაგან შექმნილია შესაბამისი გარემო აბიტურიენტების მისაღებად, მობილიზებულია ყველა აუცილებელი სამსახური, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.