დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი ახალ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვდნენ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტები და ბოლო ოთხი წლის მუშაობის სტატისტიკა გააცნეს, ასევე განიხილეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება: საერთაშორისო ექსპერტთა ქსელის გაფართოება; გრანტების მენეჯმენტის ერთიანი ახალი სისტემისა და ახალი ბაზის შექმნა; საქართველოს ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა; საკონკურსო პროგრამების რეორგანიზაცია და ახლის შექმნა.
ფონდის პრიორიტეტებად განისაზღვრა: ფონდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისობა საქრთველო 2020-ის პრიორიტეტებთან; მიზნობრივი, გრძელვადიანი საგრანტო პროექტები STEM-ის მიმართულებით; შეფასების ახალი კრიტერიუმები-საუკეთესო პროექტების დაფინანსება; საქართევლოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა; ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის გაძლიერება; მეცნიერება იწყება სკოლიდან; ახალ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა; გამოყენებითი კვლევების ერთობლივი საგრანტო კონკურსი GITA -სთან და საქპატენთან თანამშრომლობით.