შეხვედრა ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტისა (ECHO) და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-კავშირის“ (ASB) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის/ჩარჩო-პროგრამის შემუშავება განათლების სისტემისთვის, რომელიც მოიცავს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ელემენტებს საბავშვო ბაღების, სკოლების, სპეციალური საგანმანათლებო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებისთვის.
სამუშაო შეხვედრის უმთავრესი შედეგია ერთგვარი სარეკომენდაციო დოკუმენტის შექმნა, რომელიც საჯარო უწყებებსა და არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს. სარეკომენდაციო ნუსხა კი მომავალში საფუძველად დაედება სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლების სტრატეგიის/ჩარჩო-პროგრამის შექმნას, რომელზე მუშაობაც 2016-2017 წლისთვის დასრულდება.
ორდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: მთავარი დონორი ECHO და მისი პარტნიორები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, კრიზისების მართვის საბჭო), ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები (UNICEF, DRR Center, ASB, Save the Children, Oxfam and Georgian Red Cross).