საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას. ამჯერად, მინისტრმა ოზურგეთის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბუილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
სოფლის სკოლას წლების მანძილზე რემონტი არ ჩატარებია, შესაბამისად, აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროული დაწყება. 2013 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების რეაბილიტაცია განხორციელდა. წელს კი, სკოლა გადაიხურა, გაკეთდა სარინელი, კარ-ფანჯარა, ფასადები, მოეწყო გარე კიბეები, სამუშაოები გრძელდება და ახლი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს განახლებული შენობა დახვდება, რაც აუცილებლად გავლენას მოახდენს სწავლის ხარისხზე.
გურიის რეგიონში 2015 წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რაც ჯამში მილიონ ორასი ათას ლარს შეადგენს. ახალი სკოლები აშენდება სოფელ ზოტსა და ჭანიეთში. 7 საჯარო სკოლაში დასრულდა სამედიცინო კაბინეტების მოწყობა, დანარჩენ სკოლებში პროცესი მიმდინარეობს.