2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა.
სამინისტროსათვის პრიორიტეტულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა. თითოეული სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობა მისი საჭიროების შესაბამისად მიმდინარეობს. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად არიან ჩართულნი ყრუ პირები, რომელთათვისაც პროფესიული განათლება ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობით, ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს. ყრუ სტუდენტებისათვის იდნიდვიდუალური საჭიროებების გათვალიწინებით არის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების პროცესი შედეგად კი, 2013 წლიდან დღემდე 53 ყრუ პირმა მიიღო პროფესიული განათლება.
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით, საფუძველი ჩაუყარა პროფესიული განათლების მიმართულებით აკადემიური ჟესტური ენის განვითარებას ვინაიდან, ძალიან მწირია ჟესტები, რომელიც საშუალებას იძლევა პროფესიული განათლების მიწოდების პროცესში სრულყოფილად იქნეს მასალა თარგმნილი. 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა :
6 თვის განმავლობაში ვებგვერდზე მოხდა ჟესტური ენით მოსარგებლე ყრუ პირების მიერ შეგროვებული და ვიდეო ფირზე აღბეჭდილი 2748 ჟესტის განთავსება განსაზღვრული თხუთმეტი პროფესიული პროგრამისთვის. სამუშაო ჯგუფების მიმდინარეობის პარალელურად, პოტენციურ მომხმარებელთა შორის SignWiki-ის გავრცელების მიზნით, მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო გეგმავს შექმნილი ვებგვერდი დატვირთოს სხვადასხვა საგანმანთლებლო რესურსებით ყრუ პირებისათვის. დაიწყება ასევე სკოლის საგნებისათვის საჭირო ჟესტების შეგროვება და ატვირთვა, რათა სწავლების ადრეული ფაზიდანვე ყრუ მოსწავლეებისათვის ინფომრაცია იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი.
ვებგვერდის მისამართია: http://ge.signwiki.org/index.php/Category:Dictionary