საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრო. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა, ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვ.
აგვისტოს ომის თემაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ფოტორეპორტიორებმა: გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ, ივანე შლამოვმა, ნოდარ ცხვირაშვილმა, ტომას დვორჟაკმა და გლებ გორანიჩმა. გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღეს გასტანს. ხვალიდან მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.