ამ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შეფასება, რის შედეგადაც, დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების“ შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.