თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. დარბაზთან ერთად სკოლაში საკლასო ოთახებიც რემონტდება და აქატიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.
სამინისტრო მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებაზეა გადატანილი (გადახურვა, გათბობის სისტემები, სველი წერტილები), სამინისტრო ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს დახურული, თუ ღია სპორტული მოედნების კეთილმოწყობას და ამით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
თბილისის მე–18 საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში არ განხორციელებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მართალია ბოლო წლებში აქ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ სკოლა დიდია და კვლავ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მალე კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატება დედაქალაქს.