20-27 აგვისტოს ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ოფისში მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის სპეციალისტების ტრენინგ-კურსი ტარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანი" გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
"მარიანი" მხედველობის დარღვევის მქონე პირთა განათლების, რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს და მისი პარტნიორები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გერმანული ფონდი "თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრები" არიან. მმართველობითი საბჭოს წარმომადგენელია ასევე პროფესორი მათიას ვესტრომი.
მიმდინარე პროექტი სწორედ მასთან თანამშრომლობით და ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგების კურსს ექსპერტები გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან: მარინა შტროტმანი და სიმონე პრანტლი უძღვებიან.
აღნიშნული ტრენინგი კვირის ბოლომდე გასტანს. მონაწილეთათვის სერთიფიკატების გაცემას კი, მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრი "ბლისტა" უზრუნველყოფს.