ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი კონფერენცია იმართება, სადაც ქართული აკადემიური საზოგადოება უცხოელ (პირველ რიგში ევროპელ) პარტნიორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ახალ პრინციპებს ეცნობა. კონფერენციას სახელწოდებით „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები: შესაძლებლობები და პრაქტიკული რჩევები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრება.
კონფერენციის ორგანიზატორია Erasmus+ ეროვნული ოფისი. კონფერენციას უძღვებიან ექსპერტები ნიდერლანდებიდან როზა ბეკერი და ფინეთიდან ანიკა ზუნდბერგ-ლინდოორი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს 32 უნივერსიტეტის 58 წარმომადგენელი, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ გამოქვეყნდა Erasmus+ სტუდენტთა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების კონკურსის პირველადი შედეგები. საქართველო სტიპენდიების რაოდენობის მხრივ 74 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა! რაც იმას ნიშნავს, რომ 350 სტუდენტი და 188 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი მიიღებს სტიპენდიას ევროპაში მოკლევადიანი სწავლის/მუშაობისათვის. საქართველო, თავის მხრივ, უმასპინძლებს 53 ევროპელ სტუდენტსა და 93 პროფესორ–მასწავლებელს.