ახალი პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ახალი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების პროგრამას.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიენიჭებათ შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია შემდეგ სპეციალობებში: ელექტრო-ტექნიკოსი, ტექნიკური დანადგარების/მოწყობილობის ტექნიკოსი, მექანიკოსი, პროცესის ოპერატორი და შემდუღებელი.
პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ. რაც გულისხმობს - ცენტრისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაციას, ყველა აუცილებელი სასწავლო და ტექნიკური რესურსით მის აღჭურვას, ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.