გოეთეს ინსტიტუტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტით ეხმიანება. გოეთეს ინსტიტუტში გრძელდება პროქტი „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ პროექტის მიზანია სხვადასხვა ფორმის თანამშრომლობების ხელშეწყობა მდგრადი განათლების სფეროში.
გოეთეს ინსტიტუტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის საერთაშორისო ექსპერტებმა გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან, ექსპერტებმა მდგრადი განვითარების სფეროდან გრაცის უნივერსიტეტიდან და ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან.
კონფერენციაში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სკოლის მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის გაიმართა დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე და გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, განიხილეს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ინტერესთა კონფლიქტები. ამიერკავკასიაში ისევე, როგორც ევროპაში ეს საკითხები აქტულურია და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ უფრო ხშირად იკვეთება საკუთარი ინიციატივით მომავლის შეცვლის მოტივაცია და სურვილი.
როგორც ამ საერთაშორისო კონფერენციის, ასევე მთლიანად პროექტის მიზანი არის სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი. შესაბამისად, პროექტის სტრატეგია მოიცავს ვორქშოპების სერიას აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. ეს სემინარები, რომელშიც მნიშნელიოვანი და არსებითია მასწავლებელთა ჩართულობა, ემსახურება სკოლის მასწავლებლების პროექტების დაგეგმვას მდგრადი განვითარების თემაზე და ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, - ბუნება როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება. პროექტების ფარგლებში მასწავლებლებს პროექტების მომზადებაში დაეხმარებიან ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც სპეციალურად იქნებიან ჩამოსული.
გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის პროექტი "Vernetzt für Nachhaltigkeit"(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) მასშტაბურია, თავისი სტრუქტურითა და შინაარსით მოიცავს კონფერენციას, სემინარებს, სასკოლო პროექტებს, საზაფხულო ბანაკს და სოლიდური სახელმძღვანელო წიგნის გამოცემას. შესაბამისად, პროექტის პირველი ეტაპი იყო საზაფხულო ბანაკი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემაზე, რომელიც კვარიათში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან გერმანული ენის მასწავლებლებისთვის 12-18 ივლისს მოეწყო. რამდენიმედღიანი სემინარები ჩაატარეს ვილი ლინდერმა (ავსტრია), ფატი რამიშვილმა (საქართველო) და აიკე პოკრანდტმა (გერმანია). ამ სემინარების მიზანი იყო სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება.
საერთაშორისო პროექტის"Vernetzt fürNachhaltigkeit"(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) დასკვნით-შემაჯამებელ კონფერენცია დეკემბერში გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, ასევე განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები.