პროექტი სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი - საქართველო 2014 წლის ივლისში დაიწო, როდესაც ხელი მოეწერა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრებისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით. უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გრანტის სახით.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამები საქართველოს სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება, ესენია: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტეი სტუდენტებს შემდეგ სპეციალობებს სთავაზობს: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ქიმია/ბიოქიმიაში; ბაკალავრის აკადემიური ხარისხი კომპიუტერული ინჟინერიის დარგში; ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ელექტრული ინჟინერიის დარგში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უპირატესობას წარმოადგენს მისი ძლიერი სამეცნიერო ბაზა და აკადემიური პერსონალი. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მზად არიან პროფესიული კარიერის დაწყებისათვის ან სწავლის შემდგომ საფეხურზე წარმატებით გაგრძელებისათვის.
ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო.