წელს 51-ე საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, ოთხი მათგანი ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერისტეტის სტუდენტია, 61 კურსდამთავრებული გრანტის მფლობელი გახდა. მათ შორის 14-მა 100%-იანი; 16-მა 70%-იანი და 31-მა 50%-იანი გარანტი მოიპოვა. წელს სკოლას წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი გრანტირებული კურსდამთავრებული ჰყავს.
თამარ სანიკიძემ წარმატებულ სტუდენტებს პირველი დიდი გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
51-ე სკოლის მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, მონაწილეობენ სასწავლო ოლიმპიადებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსებში. ჩართულნი არიან სხვადასახვა შიდასასკოლო და საერთაშორისო პროექტში.