მწერალთა კავშირის ინიციატივით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავი აღინიშნა.
ღონისძიებას ბევრი საპატიო სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თამარ სანიკიძემ საუბილეო საღამო გახსნა და იმ დიდ ღვაწლზე ისაუბრა, რაც იკობ გოგებაშვილს, როგორც პედაგოგსა და „დედა ენის“ ავტორს, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში, პუბლიცისტს, საბავშვო მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სამშობლოს წინაშე მიუძღვის.