2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
აღსანიშნავია, რომ წარჩინებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკა ასეთია:
საქართველოს მასშტაბით დაჯილდოვდნენ:
2012-2013 წლებში -1468 მოსწავლე
2013-2014 წლებში - 1629 მოსწავლე
2014-2015 წლებში – 1970 მოსწავლე
იმერეთის რეგიონში:
2012-2013 წლებში - 317
2013-2014 წლებში - 316
2014-2015 წლებში – 426
ქუთაისის მასშტაბით:
2012-2013 წლებში-75
2013-2014 წლებში - 99
2014-2015 წლებში– 134