საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი საქართველოში”.
კონფერენცია პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი იყო ინკლუზიური განათლების სფეროში მონიტორინგის ინსტრუმენტის / ინდიკატორების შემუშვება.
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინდიკატორებზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ, რომლებიც ეყრდნობოდნენ ერთიან ევროპული საგანმანათლებლო სივრცისთვის შემუშავებულ ინდიკატორებს, საველე კვლევები საქართველოს ორ რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა. ასევე ეყრდნობოდნენ საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებს.
კონფერენციაზე საზოგადოება გაეცნო ქართული მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნის პროცესს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვას ინკლუზიურ განათლებასთნ დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საველე კვლევის შედეგად საპილოტე სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულბების მიერ გააზრებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ევროპულ გამოცდილებას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თბილისის, ზუგდიდის მერიების და საკრებულოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, შშმ პირთა და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლამდელი, საჯარო, პროფესიული და უმაღლესი დაწესებულებების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წამომადგენლებმა.
პროექტი „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.