საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოთქვა ETF-თან პარტნიორობის დაინტერესება აღნიშნულ საკითხზე და ატარებს ვორქშოფს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისაუბრებენ “NEET“-ის პრობლემატიკაზე, მსგავსი ჯგუფების გაჩენის, რაოდენობრივი ზრდის სავარაუდო მიზეზებზე და ამასთან, აღნიშნული საკითხის კვლევის მეთოდოლოგიაზე.
ETF-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის მიზანია კვლევის შედეგებთან ერთად აამაღლოს ცნობიერება პოლიტიკის დონეზე „NEET“-ის პრობლემატიკაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბოს ამ პრობლემის გადაჭრის სისტემური გზები.
შეხვედრაზე განხილული იქნა “NEET“ ჯგუფების კვლევის მიმართულებები და შემდგომი განვითარების გეგმა. ვორქშოფზე მოწვეული იყვნენ შესაბამისი საჯარო დაწესებულებები, სოციალური პარტნიორები და მკვლევარები.