ქ. ონის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ. ყველაზე მეტი შეკითხვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც მინისტრის მოადგილემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრის დაწყებამდე ლია გიგაურმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მეთეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა, პირველი დიდი წარმატება მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.