მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტები მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ხელძღვანელობით ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ INNOVE-ს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ესტონური გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროგრამების პოლიტიკის განხორცილების საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვა.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ესტონეთის განათლებისა და კვლევების მინისტრთან ბატონ იურგენ ლიგისთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან. ასევე მოეწყო საქმიანი შეხვედრები ფონდ INNOVE-ში ცალკეულ ექსპერტებთან.
ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ესტონური სასწავლო გეგმების დანერგვისა და საკლასო შეფასების საკითხებს, ინფორმაციას ესტონელი მოსწავლეების წარმატების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ საერთაშორისო კვლევებში. დელეგაციის წევრები ცალკეულ სკოლებში დაესწრნენ თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებს, მოინახულეს ტექნოლოგიების ცენტრი „მექტორი“ და სხვ. თანამშრომლობა ესტონეთის მხარესთან კვლავაც გაგრძელდება.