საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია: ,,ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში: ბოლონიის პროცესის შემდეგი ეტაპი’’ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ.
კონფერენციის მიზანს, რომელსაც 28 ქვეყნის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა წარმოადგენდა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების განხილვა, ასევე ამ მიდგომების დანერგვის შესაძლებლობების შეფასება უმაღლესი განათლების სისტემებისა და ინსტიტუციების დონეზე. შესაბამისად, კონფერენციაზე განხილული იყო ევროპულ და ეროვნულ დონეზე უკვე არსებული სტრუქტურებისა და ინსტრუმენტების შეესაბამისობა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მიდგომების გამოყენების საქმეში.
ქართულ მხარესთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები, Erasmus+ ეროვნული ოფისების, უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტოსა და ევროპის უნვერსიტეტთა ასოციაციის დირექტორები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან Erasmus+ აღმასრულებელი სააგენტო და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია; თანაორგანიზატორები Erasmus+ საქართველოს ოფისი და თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი.