12.01.2010
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010 –2011 წლებში
საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა
და მოსწავლეებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ესაუბრა რაც 2010-2011
წლებში განათლების სისტემაში განხორციელდება.
1. მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა სკოლებში
- სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა;
- 2011 წელს გამოცდებში 10 ძირითად სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციის ჩაბარება ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში სასკოლო ატესტატის მისაღებად. მათ შორის კომპიუტერში, მათემატიკასა და ფიზიკაში;
- სკოლაში დასწრება როგორც შეფასების ერთ–ერთი სავალდებულო კომპონენტი;
- სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის შექმნა და განვითარება;
- სასკოლო ოლიმპიადების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება;
2. მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება
- პედაგოგთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირების დაწყება 2010 წლის ივლისში;
- მხოლოდ სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება;
- პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან;
- მენტორ მასწავლებელთა (მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან სტაჟიორებს) ინსტიტუტის გაძლიერება;
3. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
- ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სკოლების რეაბილიტაციაში (აჭარის წარმატებული მაგალითი);
- 20 მილიონის გადაცემა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში სკოლების რეაბილიტაციისთვის;
- სასკოლო სასადილოების მოწყობა აუთსორსინგის მექანიზმით
- ბიბლიოთეკების და ლაბორატორიების მოწყობა;
4. ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა
- ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით;
- კომპიუტერის გაკვეთილების დანერგვა სკოლებში(დღეს კომპიუტერის კლასები მუზეუმების ფუნქციას ასრულებენ);
- კულტუროლოგიის დისციპლინის შემოღება;
- სამხედრო–პატრიოტული სწავლების დანერგვა;
5. სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა
- სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება;
- სასკოლო გამოცემების სტანდარტების შექმნა;
- სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების დაკლება და ხშირი შეცვლის აკრძალვა;
6. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და განვითარება
- სასკოლო მანდატურების ინსტიტუტის შექმნა;
- სკოლების სამ საფეხურად დაყოფის პროცესის დაწყება დიდ ქალაქებში;
- მოსწავლის საკრედიტო ბარათების შემოღება და ფულის აკრძალვა სკოლებში;