ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო სტუდენტები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან შეუდგნენ კოლეჯ „აისში“ სწავლას, სრულფასოვნად გაცნობოდნენ როგორც თავიანთი ასევე, სხვა პროფესიების სწავლების მეთოდებს და გაეგოთ რა გზას გადის სტუდენტი პროფესიის შეძენამდე.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის პედაგოგებს, რომელთაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელის ძირითადი კურსი გაიარეს სახელწოდებით - პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება, სერტიფიკატები გადაეცათ.