მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ბატონი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. როგორც ალექსიძემ განაცხადა, რეფორმების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ასეთი საბჭოს ჩამოყალიბება და ახლაგაზრდებისა და ღვაწლმოსილი პროფესიონალების, ორი ენერგიის და ცოდნის შერწყმა. საბჭოს დახმარებით რეფორმები გაგრძელდება გარკვეული კორექციით და უფრო დიდი სიმძლავრით რადგან დრო არ ითმენს,- აღნიშნა ლევან ალექსიძემ.
საბჭო დაკომპლექტდება 10 დღეში, მასში სულ 12-13 კაცი იქნება და თვეში ერთხელ შეიკრიბება.