კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლობამ საქართველოში, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა და აღჭურვა განახორციელა. სრულად რეაბილიტირებული სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან ერთად, გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით 44 აზერბაიჯანული სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა. ორი სკოლის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.