წასაკითხი წიგნების სამი მოკლე სია თანდართული წინასიტყვაობებით ზაალ სამადაშვილმა 2006 წლის გაზაფხულზე, 53-ე სკოლის დირექტორად ყოფნის პერიოდში მოამზადა, დღეს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით, ამ წიგნების ჩამონათვალი ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა.
საკრებულოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი ყველა მოსწავლისთვის წიგნის სიყვარულს და ასაკის მიხედვით მოზარდებისთვის წიგნის სწორად მიწოდებას ისახავს მიზნად. ,,წასაკითხი წიგნების’’ ბუკლეტი გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მხარდაჭერით დაიბეჭდა.
ბუკლეტის პრეზენტაცია 23-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ.