საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს ”ქართული კალიგრაფიის კონკურსს”. მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. კონკურსი ტარდება 2 ასაკობრივ ჯგუფში (V-VIII და IX-XII კლასებისთვის). კონკურსში მონაწილეობენ როგორც საქართველოს მოსწავლეები, ისე ემიგრანტი მოსწავლეები. იგი მოიცავს 3 ეტაპს. ეტაპებს შორის მონაწილეთათვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება შემეცნებითი საუბრები ქართული კალიგრაფიის შესახებ. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის პრიზებით, რომელსაც დააწესებენ თანაორგანიზატორები.
15 მარტს კომპეტენტურმა
ჟიურიმ გამოავლინა 118 მოსწავლე, რომლებიც გადავიდნენ მე-3 ტურში. ამ მოსწავლეებისთვის
დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
III ტურში გასული კონკურსანტები - I
ასაკობრივი ჯგუფი (V-VIII კლასები)
III ტურში გასული კონკურსანტები - II ასაკობრივი გჯუფი (IX-XII კლასები)