მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში მე-4 საფეხურის ხუთ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე:
ამ მეტად მოთხოვნადი პროგრამის დასაძლევად აუცილებელია საშუალო განათლების მაღალი დონე და ძლიერი მოტივაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას უნივერსიტეტთან ერთად, ხელს უწყობს მედია-სატელევიზიო პროფესიული განათლების განვითარებას საუნივერსიტეტო სივრცეში. კერძოდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოები განხორციელდა. ცენტრი გადავიდა თანამედროვე ფართო ფორმატის სასწავლო სამაუწყებლო სატელევიზიო ტექნიკურ მოწყობილობებზე, სრულიად განახლდა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა ლაბორატორიები და სამონტაჟოები.
პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, ცენტრში ინერგება მოდულური სწავლება, რისთვისაც მოეწყო ორი თანამედროვე სატელევიზიო სტუდია. მალე დაინერგება სატელევიზიო მიმართულების 7 ახალი მოდულური პროგრამა, რომლის სტანდარტზეც ცენტრის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.