გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. სახელმწიფო დაფინანსებით უნივერსიტეტში 12 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება: ბიბლიოთეკარი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი, ვებპროგრამისტი, სარეკლამო აგენტი, ღონისძიების მენეჯერი, პრაქტიკოსი ექთანი და სხვ.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბოლო წლებში სრულიად განახლდა ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა უახლესი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. უნივერსიტეტში პროგრამებს ახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები და პერსონალი. უნივერსიტეტს ასევე აქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები პრესტიჟულ დარგობრივ ორგანიზაციებთან (პოტენციურ დამსაქმებლებთან), რაც საშუალებას იძლევა სტუდენტებმა გაირონ სრულფასოვანი საწარმოო პრაქტიკა. უნივერსიტეტი სარგებლობს მაღალი ავტორიტეტითა და კავშირებით, რაც განაპირობებს პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს.
უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს რძის საწარმო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. საწარმო აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და ასრულებს სასწავლო/საწარმოო პრაქტიკის ბაზის ფუნქციას როგორც პროფესიული პროგრამების სტუდენტების, ისე, გადამზადების კურსების მსმენელთათვის. საწარმოში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან დასაქმებულნი.