საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრსა" და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას მათი მომზადების, გადამზადებისა და შემდგომი დასაქმების კუთხით.
მხარეები ერთობლივი ძალისხმევით,
უზრუნველყოფენ
კოლეჯის მიერ მომზადებული
სპეციალისტების:
სავალი ნაწილის ტენიკოსის, ძრავის შემკეთებელისა და ავტომობილის ზეინკლის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლას, მეცადინეობების ჩატარებას შესაბამის გარემოში, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა
ნორმა.
კომპანია ხელს შეუწყობს მეცადინეობების
პროცესის ეფექტურობას.
ამ მიზნით, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობების
პროცესში კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა
ექნებათ ისარგებლონ კომპანიის განკარგულებაში
არსებული ტექნიკური საშუალებებით
(რესურსით). კომპანია ასევე, კოლეჯის ადმინისტრაციასთან
ერთად, შეარჩევს საუკეთესო კურსდამთავრებულებს მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.