საქართველოში ,,ტურინის პროცესი (TRP)“ ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ,,ტურინის პროცესი (TRP)“ პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ახდენს სისტემის მონიტორინგს და შეფასებას პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად.
ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და ტურინის პროცესის ადგილობრივმა კოორდინატორმა „ტურინის პროცესში (TRP) 2016“ ჩართული ქვეყნების წარმომადგენელთათვის, კოორდინატორთა რიგით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული პლათფორმის ფორმატში ჩატარდა, რაც დისტანციურად ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ ძირითადი პრინციპები, მიმდინარე წლის ანალიტიკური ჩარჩო დოკუმენტი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა.
ტურინის პროცესში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ნიკოლოზ მესხიშვილმა საქართველოში მოქმედი პოლიტიკის მატრიცის ელექტრონული სისტემა და თემატური ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების შეგროვების სამოქმედო გეგმის ელექტრონულ სისტემა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხრიდან აქვს შესაძლებლობა იყოს ამ პროცესების მონაწილე, გაუზიაროს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროგრესი, გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მიზანმიმართული რეფორმების მეშვეობით, ყოველწლიურად გააუმჯობესოს შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კუთხით.