საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორიატის დირექტორის მოადგილეს კატარინა მატერნოვას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, როგორიცაა პროგრამების Erasmus+, მისი კომპონენტის e-Twinning და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის TAIEX მიმდინარეობა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის, ახალი ევროპული სკოლის ჩამოყალიბების იდეა საქართველოში, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, რაც მიმზიდველი გახდება რეგიონის 15-18 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციას.