საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რუსთავის მე-4 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.
საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა. მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით, გარდა ამისა ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი (10 ქულიანი) შეფასება ყველა საგანში.
საზეიმო ღონისძიებაზე 22 წარმატებული მოსწავლე და მათი 18 მასწავლებელი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.