საქართველოს საჯარო სკოლებში 10 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის მზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში გაეცნო.