ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტები პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს კახეთში, სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „აისი“ წარუდგინა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
პრეზენტაციამდე პრემიერ მინისტრი კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს გაეცნო.
პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება, ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორი (აგრო ტურიზმი), მზარეული და სხვ. ეს ის პროფესიებია, რომელიც მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ბოლო წლებში, ტრადიციული ქართული გარემოს შენარჩუნებით, არაერთი ინფრასტრუქტურული და პროგრამული ცვლილებები განხორციელდა: შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, გადაიარაღდა და აღიჭურვა აუდიტორიები და სახელონოები, დაიხვეწა და განახლდა სასწავლო პროგრამები, წარმატებით მიმდინარეობს მოდულური სწავლებაც.
კოლეჯის ტერიტორიაზე 300 კაცზე გათვლილი სტრუდენტთა საერთო საცხოვრებელი და 70 კაცზე გათვლილი სასტუმრო ფუნქციონირებს.