საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო. მინისტრი თავის ვრცელ სიტყვაში ზოგად განათლებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო, ისაუბრა სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მისეულ ხედვაზე. შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბოლოს მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა შეხვედრაში მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტებთანაც.