ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა განხორციელდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
საზაფხულო სკოლა უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა (მასწავლებლები, ფსიქოლოგები, სპეც.მასწავლებლები) და სხვა დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ზრდას ინკლუზიური განათლების საკითხებში. ყოველწიურად, საზაფხულო სკოლის კურსების შერჩევა და ორგანიზება ხდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე. საზაფხულო სკოლა შესაბამისი კურსებით ეხმიანება სპეციალისტთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ზრდას განსაზღვრული მიმართულებით.
2016 წელს ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსების შერჩევისას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა სისტემაში არსებული საჭიროებები, რაც უკავშირდება ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისა და სტუდენტების განათლების პროცესებს. შესაბამისად, წელს საზაფხულო სკოლა ორი მიმართულებით ჩატარდა:
საზაფხულო სკოლის კურსებს უძღვებოდნენ დარგის მოწვეული სპეციალისტები ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროდან და ჟესტური ენის თარჯიმნების საერთაშორისო ასოციაციიდან. საზაფხულო სკოლას დაესწრო სულ 70-მდე მონაწილე. ნორვეგიელმა სპეციალისტებმა ასევე ჩაატარეს კონსულტაციები სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებთან.
2010-2013 წლებში საზაფხულო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა ხდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. 2014 წლიდან, საზაფხულო სკოლის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.