განათლების განვითარების პლატფორმის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტები, ტექნოპარკში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და განათლების ექსპერტებს შეხვდნენ.
მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, საუნივერსიტეტო ავტონომია, უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურა, კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია, საგრანტო დაფინანსება, გარე შეფასება და სხვა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, მათ შორის პროფესორებს ნილ მაკფარლეინი, როჯერ ქაშმორი, მელიტა კოვაჩევიჩი, ზაზა კოკაია და სხვა.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პლატფორმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. პლატფორმის ფარგლებში, სტუდენტებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის პირველი შეხვედრა ახლადაშენებული სტუდენტური საცხოვრებლის ბიბლიოთეკაში შედგა, სადაც შეთანხმდნენ პლატფორმის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემებზე, როგორიცაა უნივერსიტეტის ავტონომიურობის საკითხი, აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, გარე რეფერირება, ხარისხის გაუმჯობესება, პროცესებში სტუდენტთა მონაწილეობის გაზრდა და ა.შ.
განათლების განვითარების პლატფორმის ფარგლებში, შეხევდრები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.