ალექსანდრე ჯეჯელავა გურიის რეგიონში, ლანჩხუთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს, სკოლის დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებს, სახელმძღვანელოების გრიფირებას და სკოლებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, მინისტრის განცხადებით, მასწავლებლების მონაწილეობით იგი გადაიხედება, დაიხვეწება და მეტად მოქნილი გახდება.
განათლების მინისტრმა გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაც მოინახულა, სადაც რამდენიმე ეტაპად სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა.