ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხორციელების გეგმა,
პირველად საქართველოში შეიქმნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სტანდარტების დამკვიდრებას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის, რათა ყველა ბავშვს საქართველოში ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი, უფასო სკოლამდელი განათლება.
რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასმიერ არის ინიცირებული.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იყვნენ მოწვეულნი მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალური სამსახურების წევრები, ექსპერტი-ფსიქოლოგები.