საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა საჩხერელ პედაგოგებთან გამართა, სადაც ასევე ისაუბრა სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.
"ვაპირებ თქვენთან მეგობრობას, მნიშვნელოვანია მე მესმოდეს რა გაწუხებთ და რა ცვლილებები გსურთ" - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრმა საჩხერელ პედაგოგებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეები და მათი პედაგოგებია და რომ, იგი მზადაა ყველა რესურსი და მთავრობის მხარდაჭერა მათკენ მიმართოს.
შეხვედრები რეგიონებისა და რაიონების დონეზე კვლავ გაგრძელდება. მინისტრს დაგეგმილი აქვს ყველა რეგიონში ჩავიდეს, პედაგოგებს თავისი ხედვა გააცნოს და მოუსმინოს მათ.