ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში; გაეანალიზებინათ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში; გამოეხატათ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ 25 ვიდეო სიუჟეტი განიხილა, რომელთაგან 8 საუკეთესო ვიდეორგოლი შეირჩა.
საკონკურსო პირობების მიხედვით I, II, III ადგილებზე გასული რგოლების ავტორი/ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით. დანარჩენი 5 ვიდეორგოლის ავტორს/ავტორებს (სულ 9 მოსწავლე) გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.
ამავე დღეს დაჯილდოვდნენ სლოგანების, სასკოლო წარმოდგენების/ფლეშმობებისა და კონცეფციების კონკურსის „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებულები. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობის ნებისმიერი ტიპის მიმართ; დაფიქრებულიყვნენ იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება. ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლების, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვ.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 40 ესე, 12 ფლეშმობი და 20 კონცეფცია, მათგან სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები. I, II, III ადგილებზე გასული სკოლები და მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერით და დიპლომებით.