განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე გაიმართა:
სულ 10 გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, მათგან 3 ვებ პროგრამირების, 3 სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX-ის და 4 კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების მიმართულებით. გამარჯვებული სტუდენტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა ლაშა ვერულავამ, უფროსის მოადგილემ მამუკა ჯანჯალიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ დააჯილდოვეს. ოლიმპიადის ჩატარების მიზანი იყო მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.
2016 წლის ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით და სამახსოვრო სიგელებით.