საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშროლებთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მინისტრს ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ცენტრი აქტიურად მუშაობს და ამ ეტაპზე, მის ბაზაზე ათამდე საერთაშორისო საგრანტო პროექტი ხორციელდება. ასევე, პარალელურად იმართება საერთაშორისო კონფერენციები და ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომელთა სტატიები იმპაქტ ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში ქვეყნდება.
თავის მხრივ ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მეცნიერებს მიეცათ საშუალება, დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა და მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.