საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს. ამჯერად. ალექსანდრე ჯეჯელავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი მოწვეული აუდიტორიის მოსმენა, მათი პრობლემების გაცნობა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა იყო. ასევე საინტერესო იყო სფეროს განვითარების მიმართულებით მეცნიერთა მოსაზრებები.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მოკლედ ისაუბრა მეცნიერების კუთხით არსებული მდგომარეობის მისეულ ხედვაზე. ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით, არის მიმართულებები მეცნიერებაში, რომელთაც გადარჩენა სჭირდება, ხოლო ინსტიტუტები, რომლებიც ხარისხიან შედეგებს დებენ გაძლიერებას საჭიროებენ.
ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა იმ კონკრეტულ თუ, საერთო პრობლემაზე ესაუბრა, რომელიც წლებია აწუხებთ და რომელშიც სამინისტროს და კერძოდ, მინისტრის დახმარება ესაჭიროებათ. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაშიც დახმარების პირობა მეცნიერებმა მინისტრისაგან მიიღეს, არის გრძელვადიანი და რთულად მოსაგვარებელი საკითხებიც, რომელთა შესახებაც მსჯელობა მომავალ შეხვედრებზე გაგრძელდება. შეხვედრები მეცნიერებთან რეგულარულად გაიმართება და იქნება საუბრები არა მარტო მოგვარებულ თუ, მოსაგვარებელ პრობლემებზე არამედ, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ახალ სამეცნიერო მიღწევებზე, რაზეც პირობა მეცნიერებისაგან უკვე მინისტრმა მიიღო.